სპაერი, რუსთავი
Aa
Aa

საქართველოს თასი - რუსთავმა სპაერს მოუგო და 1/4-ფინალში გავიდა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში ერთმანეთს რუსთავი და სპაერი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება გია ცეცაძის გუნდს დარჩა, რომელმაც 3:1 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში ანზორ კიღურაძის შეგირდებმა გახსნეს. მე-6 წუთზე თავი პენალტის ნიშნულიდან სამხარაძემ გამოიჩინა.

ამის შემდეგ, უპირატესობას რუსთავი დაეუფლა. 31-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ასკურავა გააძევა, რის შემდეგაც ცეცაძის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა.

34-ე წუთზე იუტა ნაკანომ წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში კვლავ რუსთავის უპირატესობა ვიხილეთ, თუმცა ძირითად დროში მეტი გოლი აღარ გასულა.

გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმები გახდა საჭირო, სადაც 102-ე წუთზე სოლომონ კესიმ გაიტანა და რუსთავი დააწინაურა. მატჩის საბოლოო შედეგი კი 114-ე წუთზე კიდევ ერთმა ლეგიონერმა, კევინ სეიხასიმ დააფიქსირა.

ცნობისთვის, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის მეოთხედფინალში რუსთავის გარდა ამ მომენტისთვის ქუთაისის ტორპედო და წყალტუბოს სამგურალი გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუმ ინგოლშტადს გაუტანა - ჰაიდენჰაიმმა ამხანაგური მატჩი მოიგო
ბუდუმ ინგოლშტადს გაუტანა - ჰაიდენჰაიმმა ამხანაგური მატჩი მოიგო