საქართველოს თასი - ტორპედომ ოდიში 1919 დაამარცხა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში ქუთაისის ტორპედო ოდიში 1919 დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.
გულშემატკივრებმა საკმაოდ მხიარული დაპირისპირება იხილეს. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, თუმცა უფრო ზუსტი ქუთაისელები იყვნენ.
ანგარიში მე-2 წუთზე ოდიშმა გახსნა, თავი კვერნაძემ გამოიჩინა. მე-20 წუთზე წონასწორობა ანდრიჩმა აღადგინა, რასაც 45-ე წუთზე პინსონის გოლი მოყვა და ტორპედომ პირველი ტაიმი 2:1 მოიგო.
მეორე ნახევარი ქუთაისელებმა აქტიურად დაიწყეს და 46-ე წუთზე ანდრიჩმა დუბლი გაიფორმა.
ოდიშის კარში ბოლო გოლი კუპრავამ გაიტანა, რომელმაც საბოლოო შედეგი 4:1 დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ კუპრავას გოლი შესანიშნავ კომბინაციას მოყვა.