შენგელიას პირადი რეკორდი - ცსკა მაინც დამარცხდა
Aa
Aa
17 აპრილი 2021  |  16:48

შენგელიას პირადი რეკორდი - ცსკა მაინც დამარცხდა

VTB ლიგის 23-ე ტურში მოსკოვის ცსკა უშუალო კონკურენტს ყუბანის „ლოკომოტივს“ ესტუმრა და 94:103 დამარცხდა. წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ კარგად ითამაშა და პირადი რეკორდი დაამყარა.

თოკომ პარკეტზე 29 წუთი და 42 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 25 ქულა 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მას შემდეგ, რაც თორნიკე რუსულ კლუბს შეუერთდა ამდენი ქულა არცერთ მატჩში არ დაუგროვებია.

ამ წაგების შემდეგ „არმიელები“ სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფებიან. მათზე ზევით კი სწორედ „ლოკომოტივია.“ მომდევნო მატჩს იტუდისის შეგირდები VTB ლიგაში 25 აპრილს შინ „ნიჟნი ნოვგოროდის“ წინააღმდეგ გამართავენ.

იქამდე კი "არმიელები" ევრო ლიგაზე გადაინაცვლებენ და საკუთარ კედლებში "ფენერბახჩეს" დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები