''ოქრიმ'' წასვლა ზამთარში გადაწყვიტა - მას ჰენინგ ბერგი ომონიაში იწვევს
Aa
Aa

''ოქრიმ'' წასვლა ზამთარში გადაწყვიტა - მას ჰენინგ ბერგი ომონიაში იწვევს

CrystalSport-ის ცნობით თორნიკე ოქრიაშვილს ''ანორთოსისის'' დატოვება გადაწყვეტილი აქვს, თუმცა შესაძლოა კვიპროსზე დარჩეს და ჩემპიონატი არ შეიცვალოს.

''კრასნოდარის'' ექს-ფეხბურთელმა კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გასულ ზამთარში მიიღო. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ოქრიაშვილი ''ანორთოსისს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, მას კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება, ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდება.

გასულ ზამთარში მას ''ომონიას'' მთავარი მწვრთნელი ჰენინგ ბერგი იწვევდა. CrystalSport-ის ცნობით ბერგსა და ოქრიაშვილს შორის საუბარი შედგა, ქართველს კლუბის პრეზიდენტიც დაუკავშირდა, მათი მხრიდან ქართველის გადაბირების ძალიან დიდი სურვილი იყო, თუმცა საბოლოოდ მოთამაშე სეზონის ბოლომდე ქეცბაიას გუნდში დარჩა.

კვიპროსული მედიის ცნობით მისი გადაბირება ''ომონიას'' კვლავ სურს, რაც ოქრიაშვილისთვის საინტერესო წინადადება უნდა იყოს იქიდან გამომდინარეც, რომ ''ომონია'' ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია და ჩემპიონობის შემთხვევაში ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. კვიპროსული მედიის ცნობით ''ომონიას'' გარდა მისი დამატება ''აპოელს'' სურს, თუმცა ფეხბურთელი კვიპროსის ჩემპიონატის დონით კმაყოფილი არაა და უფრო მაღალი დონის ლიგაში სურს კარიერის გაგრძელება.

CrystalSport-ის ცნობით გასულ ზამთარში ოქრიაშვილს კარიერის გაგრძელების შანსი თურქეთში, ბელგიასა და რუსეთშიც ჰქონდა. მას აღნიშნული ქვეყნის უმაღლესი ლიგის კლუბები იწვედნენ, მას ამ ჩემპიონატებში წარსულში უთამაშია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის შემტევმა კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 9 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი ''ანორთოსისში'' მეორე სეზონს ატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები