Aa
Aa

"იმედია ჩვენს საჩუქარს იუმორით შეხედავს" - კლოპს 3-განზომილებიანი სტადიონის მოდელი გაუგზავნეს

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ პირველ დაპირისპირებაში მადრიდის „რეალმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუს“ ნაცვლად, ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე გაიმართა.

მატჩის დასრულების შემდეგ მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა ხსენებული მოედანი გააკრიტიკა და სავარჯიშო სტადიონი უწოდა. გერმანელის თქმით, ასეთ სტადიონზე თამაში უცნაური იყო.

ამის საპასუხოდ, კომპანია ELEVEN FORCE-მა, რომელიც სხვადასხვა სტადიონის 3-განზომილებიან მოდელებს ამზადებს, იურგენ კლოპს რამდენიმე სტადიონის მოდელი გაუგზავნა, რათა უკეთ მიმხვდარიყო რას ნიშნავს სავარჯიშო სტადიონი.

COPE წერს, რომ კომპანიამ ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონის, „ვალდებებასის“(„სამეფო კლუბის“ სავარჯიშო მოედანი“) და „ატლეტიკოს“ „ვანდა მეტროპოლიტანოს“ მოდელები გაუგზავნა.

ELEVEN FORCE-ს დირექტორი ხოსე გერერო ამბობს: „ჩვენ ვიცით, რომ იურგენი შესანიშნავი იუმორის მქონე ადამიანია და ჩვენს გზავნილს იუმორის კუთხით შეხედავს.“

ცნობისთვის, ხოსე გერეროს კომპანიამ ბოლო წელიწადში 100 000-ზე მეტი 3-განზომილებიანი სტადიონის მოდელი გაყიდა.

ასევე გეტყვით, რომ „ლივერპულის“ და „რეალის“ განმეორებითი მატჩი 14 აპრილს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები