Aa Aa
8 აპრილი 2021  |  16:18

"ოფსაიდის შესახებ ავტომატური შეტყობინება მიუვათ" - ვენგერის რევოლუციური იდეა

ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ამჟამად ფიფა-ს გლობალური ფეხბურთის განვითარების დირექტორი არსენ ვენგერი Sky Sports-თან საუბრისას საინტერესო დეტალებს ამჟღავნებს. არსენის თქმით, ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯებს ახალი ტექნოლოგია ექნებათ, რისი საშუალებითაც მათ ოფსაიდის დროს შეტყობინება მიუვათ და თამაშგარე მდგომარეობასთან არსებული ხარვეზები სრულიად აღმოიფხვრება.

რა თქვა ვენგერმა?

„ახალი ტექნოლოგია ვფიქრობ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნება. მსაჯებს ხელზე საათი გაუკეთდებათ, რომელზეც თამაშგარე მდგომარეობა ავტომატურად დაფიქსირდება. მათ მიუვათ წითელი ხაზი, რომელიც ოფსაიდის დაფიქსირების შემთხვევაში ამოქმედდება.

ამ მომენტისთვის ჩვენ გვაქვს ხაზგასმული სურათები, რომელშიც ჩანს არის თუ არა ფეხბურთელი ოფსაიდში. ამ ყველაფერს კი დაახლოებით 20 წამიდან 70 წამამდე სჭირდება და ეს მატჩის რიტმს ცვლის. ასევე არსებობს სიტუაციები, რომლის შეფასებაც ძალიან რთულია.

ხშირად ხდება, რომ ფეხბურთელები და გულშემატკივრები გოლს აღნიშნავენ. ვიდეო რეფერის შემდეგ კი გოლი უქმდება და უხერხული სიტუაცია ჩნდება. ახალი ტექნოლოგია ამის მოსაგვარებლად შესანიშნავი საშუალებაა და ფეხბურთის განვითარებისთვის წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.“

ნახევრად ავტომატური სისტემა, რომელიც 2019 წელს გამოიცადა

2019 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ნახევრად ავტომატური ოფსაიდის სისტემა გამოიცადა. რას ნიშნავს ნახევრად ავტომატური? - იმ დროს, როდესაც ოფსაიდი ფიქსირდება, პირველი შეტყობინება ვიდეო რეფერის მისდის და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა გვერდითა მსაჯს.

ვენგერი კი სწორედ იმისთვის იბრძვის, რომ თამაშგარე მდგომარეობის შესახებ ცნობა პირველივე ეტაპზე გვერდითა მსაჯს მიუვიდეს. ვენგერის მცდელობების პარალელურად FIFA და IFAB(საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაცია) აცხადებენ, რომ ახალი ტექნოლოგიებს მხარს უჭერენ, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც მთავარი არბიტრის გადასაწყვეტი უნდა იყოს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში