Aa Aa
8 აპრილი 2021  |  12:12

ბენზემა კლასიკოს წინ: "ეს მსოფლიოში საუკეთესო მატჩია, ჩვენთვის ფინალია"

კარიმ ბენზემამ მოახლოებულ „ელ კლასიკოზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მათთვის ფინალის ტოლფასია.

„ჩემთვის კლასიკო მსოფლიოში საუკეთესო მატჩია და არა მარტო ჩემთვის, ყველასთვის ასეა, რადგან ეს მოიცავს ორ გუნდს დიდი ისტორიით. ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია.

როგორც ყოველთვის ეს რთული თამაში იქნება გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ბურთის ფლობა უყვარს. ჩვენც გვინდა, რომ ის ვაკონტროლოთ. მოედანზე გამარჯვებისთვის გამოვალთ, რადგან ეს ჩვენთვის ფინალია.

ისინი ყოველთვის ფლობენ ბურთს, ჰყავთ კარგი მეკარე და მესი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ბარსელონასთვის. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ის ძალიან საშიშია.

არ ვიცი არის თუ არა ეს ჩემი საუკეთესო სეზონი. მე ყოველთვის ნულიდან ვიწყებ და მინდა წინა სეზონი გავაუმჯობესო. ამჟამად შედეგიანი სერია მაქვს, ასეც უნდა განვაგრძო და გუნდს შედეგის მიღწევაში დავეხმარო. მთავარი მოგებაა.

მოედანზე თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობ. გუნდს ვეხმარები. ლა ლიგის დასრულებამდე ბევრი მატჩია დარჩენილი. ყველა მათგანს ისე უნდა მივუდგეთ თითქოს ეს ფინალი იყოს“.

შეგახსენებთ, რომ „ელ კლასიკო“ მადრიდში 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში