Aa Aa
7 აპრილი 2021  |  18:48

100 მილიონზე მეტი - ჩელსი ლუკაკუს შეძენას გეგმავს

რომელუ ლუკაკუ შესაძლოა „ჩელსიში“ დაბრუნდეს. „არისტოკრატები“ ზაფხულში მაღალი დონის ცენტრფორვარდის შეძენას გეგმავენ და მათი ნომერ პირველი სამიზნე ერლინგ ჰოლანდია, თუმცა ლონდონელები ბელგიელის ვარიანტსაც სერიოზულად განიხილავენ.

ჰოლანდის შემთხვევაში გარანტირებული არავის არაფერი აქვს და მის მსურველთა სიაში „ჩელსი“ მოწინავეთა რიგებში ნამდვილად არ იმყოფება. აქედან გამომდინარე რომან აბრამოვიჩი ლუკაკუს დაბრუნების ვარიანტს საკმაოდ სერიოზულად განიხილავს.

Calciomercato-ს ცნობით, „ჩელსი“ „ინტერს“ 100 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებს და სანაცვლოდ ლუკაკუს მოითხოვს. ამ მომენტისთვის მხოლოდ ეს ინფორმაცია ვრცელდება.

წყაროს ცნობით, ლუკაკუს შეძენით „მანჩესტერ სიტიც“ ინტერესდება, რომელიც სერხიო აგუეროს შემცვლელის ძიებაშია.

თავად „ინტერს“ თავისი ლიდერის დათმობა არ სურს და მის შენარჩუნებას მთელი ძალებით ცდილობს, თუმცა გადამწყვეტი მაინც ფეხბურთელის სურვილი იქნება, რომელიც სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში ბრწყინვალედ ასპარეზობს. მის ანგარიშზე 27 მატჩში 20 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში