ელ-ფოსტა შეეშალათ და წერილი საკუთარ თავს გაუგზავნეს - ჩუპო-მოტინგი ნაკრებს ვერ დაეხმარება
Aa
Aa

ელ-ფოსტა შეეშალათ და წერილი საკუთარ თავს გაუგზავნეს - ჩუპო-მოტინგი ნაკრებს ვერ დაეხმარება

„ბაიერნის“ კამერუნელი ფეხბურთელი, ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი მოახლოებული სანაკრებო პაუზისას ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება. საქმე ისაა, რომ კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ საკმაოდ უცნაური შეცდომა დაუშვა, რომელსაც საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Bild-ის ინფორმაციით, „ბაიერნის“ მოთამაშეს არ მიუღია ელექტრონული წერილი, რომლითაც მისთვის უნდა ეცნობებინათ, რომ ნაკრებში გამოიძახეს. კამერუნის ფეხბურთის ფედერაცია თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ წერილი გააგზავნა და ჩუპო-მოტინგმა ის უყურადღებოდ დატოვა, რამაც 31 წლის შემტევის მამა და ამავდროულად მისი აგენტი განარისხა.

კამილ ჩუპო-მოტინგის თქმით, მის კლიენტს არაფერი მიუღია და მას „ბაიერნშიც“ დაუდასტურეს, რომ ნაკრებში გამოძახების თაობაზე წერილი არ მოსულა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ შექმნილი მდგომარეობა კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაშვებულმა შეცდომამ განაპირობა.

Bild-ის მიხედვით, ფედერაციას ელ-ფოსტა შეეშალა და წერილი ჩუპო-მოტინგის ნაცვლად, საკუთარ თავს გაუგზავნა... კამერუნის ნაკრებისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ „ლომებს“ ჯგუფური ეტაპიდან გასვლა განაღდებული აქვთ და თუ მომდევნო 2 შეხვედრაში ქულას აიღებენ, პირველ ადგილსაც გაიფორმებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები