Aa Aa
8 მარტი 2021  |  14:26

ამპუტანთ ფეხბურთელებს ფედერაციამ ყავარჯნები გადასცა

სპორტული ცენტრი „იმედი“-ს მოედანზე ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონატის გახსნითი მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გასული წლის ჩემპიონი თბილისის „თბილისი“ და ბათუმის „აჭარა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა  ორმხრივი შეტევებით წარიმართა და „თბილისის“ გამარჯვებით ანგარიშით - 3:2 დასრულდა.

გახსნით მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი, დავით მუჯირი დაესწრნენ.

ჩემპიონატის დაწყებასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციისგან ყველა მონაწილე გუნდს საჩუქრად სპეციალური სპორტული ყავარჯნები გადაეცათ.

ამპუტანტ ფეხბურთელთა რეგულარული ჩემპიონატი უკვე მეექვსედ ტარდება და პირველად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით 2016 წელს გაიმართა. ჩემპიონატი ფეხბურთის ფედერაციის სრული მხარდაჭერითა და დაფინანსებით იმართება. ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა სპორტში რეგულარულ ჩართულობას ისახავს მიზნად, რაც, თავის მხრივ, მათ ჯანსაღი და აქტიური სპორტული ცხოვრების საშუალებას აძლევს.

თბილისის „თბილისი“ მაისში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, რომელსაც წელს თურქეთი უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშება 2019 წელს გაიმართა და მას საქართველომ უმასპინძლა.

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მიმდინარე წელს ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 12-19 სექტემბერს გაიმართება. აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას სრულად ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში