Aa Aa
8 მარტი 2021  |  10:01

ბრუკლინი გაძლიერდა - ბლეიკ გრიფინი ნეთსში გადავიდა

„ბრუკლინ ნეთსი“ შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. ESPN-ის ინსაიდერის, ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, სტივ ნეშის გუნდს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა და ჯეიმს ჰარდენის, კევინ დურანტისა და კაირი ირვინგის მხარდამხარ ბლეიკ გრიფინი იასპარეზებს.

31 წლის კალათბურთელმა მიმდინარე რეგულარული „დეტროიტ პისტონსში“ დაიწყო, მაგრამ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია და თავისუფალი აგენტი გახდა. გრიფინს რამდენიმე გუნდს უკავშირებდნენ, რომელთა შორის „ლეიკერსიც“ იყო, თუმცა ბლეიკმა არჩევანი „ბრუკლინზე“ შეაჩერა.

ყველა ვარსკვლავის მატჩის 6-გზის მონაწილე 2020-2021 წლების სეზონში არც თუ ისე კარგად გამოიყურება და საშუალოდ 12.2 ქულას აკეთებს. ამასთან, გრიფინს ტრავმებიც აწუხებს, თუმცა „ნეთსში“ სჯერათ, რომ იგი გუნდს საჩემპიონო ბეჭდების მოპოვებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ გრიფინი 2009 წლის დრაფტზე ლოს-ანჯელეს „კლიპერსმა“ პირველ ნომრად აირჩია. კარეირაში იგი საშუალოდ 21.4 ქულასა და 8.7 მოხსნას აგროვებს და გასულ სეზონში მხოლოდ 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში