''მესი ჯილდოს არ იმსახურებდა, ეს შეცდომა იყო'' - ბლატერმა 2014 წლის მუნდიალი გაიხსენა
Aa
Aa

''მესი ჯილდოს არ იმსახურებდა, ეს შეცდომა იყო'' - ბლატერმა 2014 წლის მუნდიალი გაიხსენა

FIFA-ს ექს-პრეზიდენტი ზეპ ბლატერი თვლის, რომ 2014 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესის დასახელება არასწორი გადაწყვეტილება იყო. მისი აზრით ფინალში გერმანიასთან მარცხის შემდეგ ''ბარსელონას'' სუპერვარსკვლავი საუკეთესოს ჯილდოს არ იმსახურებდა.

Bleacherreport-ი ბლატერის კომენტარს AS-ზე დაყრდნობით ავრცელებს: ''დიპლომატიური ვიყო თუ სიმართლე გითხრათ? გაოცებული დავრჩი, როცა საუკეთესოს პრიზი მესის გადაეცა. გამიკვირდა, როცა კომიტეტის გადაწყვეტილება მივიღე, რომლის მიხედვით საუკეთესოდ მესი აღიარეს. მათ მითხრეს, რომ ფინალში მხოლოდ ''ათიანებს'' აკვირდებოდნენ. მესისთვის ჯილდოს გადაცემა შეცდომა იყო''.

ლეო მესიმ ბრაზილიაში გამართულ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 გოლი გაიტანა, თუმცა ფინალში თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

ტურნირის ოქროს ბურთზე მესის გარდა წარდგენილნი იყვნენ არიენ რობენი, ტომას მიულერი, ანხელ დი მარია, ხამეს როდრიგესი, ხავიერ მასკერანო, მატს ჰუმელსი, ნეიმარი, ფილიპ ლამი და ტონი კროოსი. პირველ ადგილზე მესი გავიდა, მეორე პოზიცია მიულერმა დაიკავა, მესამე კი - არიენ რობენმა.

შეგახსენებთ, ფინალში გერმანია არგენტინას დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა. 113-ე წუთზე მარიო გიოტცემ გამარჯვების გოლი გაიტანა და ლიოვის გუნდი პლანეტის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები