Aa Aa
5 მარტი 2021  |  19:47

არის პირველი გამარჯვება - საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრა გამართა და სომხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ავთანდილ ასათიანის გუნდის უპირატესობით წარიმართა და ჩვენების დამაჯერებელი გამარჯვებით - 5-0 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში ელისანდრომ გახსნა, რომელმაც მე-2 წუთზე მეტოქის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო. 2 წუთში ელისანდრომ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და საქართველოს ნაკრებს 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, მეორე ნახევარში კი გულშემატკივრებმა 3 გოლი იხილეს.

24-ე წუთზე ელისანდრომ ჰეთ-თრიქი შეასრულა. 26-ე წუთზე გოლი არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა, 39-ზე კი სებისკვერაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სომხეთის ეროვნული გუნდის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ასათიანის გუნდი საფრანგეთს 2 ქულით უსწრებს, თუმცა მასზე ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ფრანგები თავიანთ შეხვედრას დღეს გამართავენ და რუსეთს დაუპირისპირდებიან, რომელსაც 2-დან 2 მოგება აქვს და ჯერჯერობით გოლიც არ გაუშვია.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში