დაცემული ჩემპიონი ! - ლივერპულის ისტორიული ანტირეკორდი
Aa
Aa

დაცემული ჩემპიონი ! - ლივერპულის ისტორიული ანტირეკორდი

იურგენ კლოპის ''ლივერპული'' ძალიან არასტაბილურად ასპარეზობს. ''მერსისაიდელებმა'' უკანასკნელი ხუთი საშინაო მატჩი დათმეს, რაც Opta Joe-ს ვერსიით კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა. ასეთი რამ ''ლივერპულის'' ისტორიაში არასდროს არც ერთ ტურნირზე არ დაფიქსირებულა. ეს პირველი შემთხვევაა და კლოპის გუნდმა აღნიშნული ხუთი საშინაო მატჩი პრემიერ ლიგაში წააგო.

ასევე, ''ლივერპული'' პირველი გუნდია, რომელმაც ინგლისის მოქმედი ჩემპიონის რანგში ზედიზედ 5 საშინაო შეხვედრა დათმო. გერმანელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი დამარცხდა ''ბარნლისთან'' (0:1), ''ბრაიტონთან'' (0:1), ''მანჩესტერ სიტისთან'' (1:4), ''ევერტონთან'' (0:2) და ''ჩელსისთან'' (0:1).

''ლივერპულმა'' 27 ტურში 43 ქულა მოაგროვა და პრემიერ ლიგაში მე-7 ადგილზეა.

პრემიერ ლიგისგან განსხვავებით ინგლისის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულად ასპარეზობს. კლოპის გუნდმა მერვედფინალში სტუმრად ''ლაიფციგი'' დაამარცხა (0:2). საპასუხო შეხვედრა 11 მარტს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები