ცსკა ეფესთან განადგურდა - შენგელიამ 14 ქულა ჩააგდო
Aa
Aa

ცსკა ეფესთან განადგურდა - შენგელიამ 14 ქულა ჩააგდო

ევროლიგის 27-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა თურქეთში ჩავიდა და ადგილობრივ "ეფესს" დაუპირისპირდა. თურქულმა კლუბმა რუსული კლუბი 100:70 გაანადგურა.

შენგელიამ "ეფესის" წინააღმდეგ 14 ქულას 3 პასს და 5 მოხსნას მოუყარა თავი. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი 5-ჯერ დაკარგა. პარკეტზე კი ჯამში 24 წუთი და 16 წამი დაჰყო. მატჩში ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა კალათბურთელი ვასილი მიჩიჩი იყო, რომელმაც 35 წუთში და 6 წამში 21 ქულა 6 მოხსნა და 8 პასი მიითვალა.

ცნობისთვის, "არმიელებისთვის" ეს რიგით მე-9 წაგება იყო და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს. 27 შეხვედრიდან იტუდისის გაწვრთნილმა ბიჭებმა 18-ჯერ გაიმარჯვეს. მომდევნო შეხვედრას ცსკა ევროლიგაში 11 მარტს "ოლიმპია მილანოს" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები