ტაშკენტის გრან სლემი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია
Aa
Aa

ტაშკენტის გრან სლემი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

5-7 მარტს ტაშკენტი ძიუდოს გრან სლემს უმასპინძლებს. ტურნირზე საქართველოს დელეგაცია 10 ძიუდლოსტით (7 ვაჟი და 3 გოგონა) წარსდგება.

თბილისის გრან სლემამდე მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა  ნაკრების ბირთვის დასვენება გადაწყვიტა და უზბეკეთში გადახალისებული შემადგენლობით გაემგზავრა.

ხვალ ტაშკენტის ტატამზე 2 ქართველი ძიუდოსტი იასპარეზებს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი პირველ წრეში ყირგიზ ოთარ ბესტაევს დაუპირისპირდება. ხოლო 52 კილოში ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი კორეელ ბოკიონგ იონგს შეხვდება. 

6 მარტს საქართველოს სახელით 3 ძიუდოისტი გამოვა. 73 კილოგრამში ფრიდონ გიგანი ყირგიზ ერტურ ტურდუბაევს შეერკინება,ხოლო 81 კილოში გიორგი შერაზადიშვილი ტაჯიკ ზაკნაზარ ნაზაროვს. გოგონა თანრიგში კი მარიამ ჭანტურია უზბეკ შოკშინა ნაზაროვას დაუპირისპირდება.

ტურნირის დასკვნით დღეს კი საქართველოს 5 სპორტსმენი წარადგენს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი რუსი ეკუბხოზონ ნაზიროვსა და ავღანელ შუკრუდინ ჰაიდარას შორის გამარჯვებულს შეხვდება,ხოლო უშანგი მარგიანი ასევე ავღანელ მოდ ისმაილ კაკარს.

100 კილოში გიორგი ჩიქოვანი ძალებს ყაზა არმან კალიევთან მოსინჯავს. მძიმე წონაში კი ტატამას ადამ ოქრუაშვილი უბრუნდება. გამორჩეული ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში ყირგიზ ბეკბოლოტ ტოკტოგონოვს დაუპირისპირდება.

გოგონა მძიმე წონაში კი სოფიო სომხიშვილი ებრაელ ძიუდოისტს რაზ ჰერშკოს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები