მინიმუმ 3 კვირას გამოტოვებს - პიკე ტრავმირებულია
Aa
Aa

მინიმუმ 3 კვირას გამოტოვებს - პიკე ტრავმირებულია

კოპა დელ რეის ნახევარფინალურ მეორე დაპირისპირებაში "ბარსელონამ" "სევილიას" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. კატალონიელებმა შესანიშნავი "ქამ-ბექი" შემოგვთავაზეს. კუმანის გუნდმა პირველი შეხვედრა 0:2 დათმო და "ნოუ კამპზე" გამართული მატჩის შემდეგ ბარსამ ფინალის საზგური მოიპოვა.

რა თქმა უნდა, "ბლაუგრანას" გულშემატკივრები ამით კმაყოფილები არიან, თუმცა დღეს მათთვის არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და დაცვის შეუცვლელი წევრი ჟერარდ პიკე ტრავმირებულია. ვეტერან ესპანელს მარჯვენა მუხლის მედიალური კოლატერალური იოგი აქვს დაჭიმული.

პირველად დაკვირვების შემდეგ გაირკვა, რომ პიკე მინიმუმ 3 კვირას გამოტოვებს. აქედან გამომდინარე მისი პსჟ-სთან თამაში გამოირიცხა. კატალონიელები ისედაც მძიმე სიტუაციაში არიან და ახლა საქმე უფრო გართულდა. პიკეს გარეშე "ბლაუგრანას" დაცვა ვერანაირი კრიტიკას ვერ უძლებს და პარიზელებთან მისი არ ყოფნა უდიდესი დანაკლისია.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ ჟერმენმა" პირველი შეხვედრა კატალონიაში 4:1 მოიგო და მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. განმეორებითი მატჩი 10 მარტით თარიღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები