Aa Aa
4 მარტი 2021  |  11:20

აბდულ-ჯაბარის შედეგი გაიმეორა - ზაიონი მორიგ რეკორდს გაუთანაბრდა

ზაიონ უილიამსონმა NBA-ის ისტორიის კიდევ ერთი რეკორდი გაიმეორა. ამჯერად იგი კარიმ აბდულ-ჯაბარის მაჩვენებელს გაუთანაბრდა.

„ნიუ ორლაენის“ ახალგაზრდა ლიდერმა „ჩიკაგოსთან“ 28 ქულა, 9 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა, თანაც ეს ისევ სროლების მინიმუმ 50%-იანი სიზუსტის შედეგად გააკეთა. ასეთი რამ უკვე ზედიზედ მე-14 შეხვედრაში მოახერხა და აბდულ-ჯაბარის შემდეგ პირველი კალათბურთელია, რომელმაც მსგავსი შედეგი სადებიუტო ორი სეზონის პერიოდში შეძლო.

ლეგენდარულმა მოთამაშემ ანალოგიური შედეგი 1970 წელს დააფიქსირა, 1979 და 1974 წლებში კი უოლტერ დეივისსა და ბობ მაკადუს ასეთი სტატისტიკა ზედიზედ 11-11 თამაშში ჰქონდათ.

ზაიონს აბდულ-ჯაბარის რეკორდის გაუმჯობესების შანსი დღეს ექნება, როცა მისი გუნდი „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდება.

რაც შეეხება გუშინდელი მატჩის შედეგს, „პელიკანსმა“ ის 4-ქულიანი სხვაობით დათმო და გუნდი კვლავ დასავლეთ კონფერენციის მე-11 პოზიციაზე რჩება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში