Aa Aa
3 მარტი 2021  |  14:22

შალვა სუთიაშვილი : "ვნახე ეს სია და უმეტესობა მე არ მეცნო"

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს ირაკლი აბუსერიძეს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი შალვა სუთიაშვილი მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ეს პროცესი მიდის 2015 წლის შემდეგ და დღეს უკვე ძალიან ბოდიში და გულის ამრევი გახდა. 2015 წელსაც იგივე სიტუაცია იყო და მაშინ აბუსერიძემ, ზედგინიძემ და მათმა გუნდმა სიტუაციის განმუხტვისთვის ბევრ რამეზე დახუჭეს თვალი იმის იმედით, რომ ამ შეფხიზლების მერე მაინც მოხდებოდა წინსვლა და პროგრესი, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა და სახეზეა დიდი რეგრესი. აი რაც დღეს ხდება, ეს უკვე მეტისმეტია და ზუსტად ამიტომ არავინ არაფრის დათმობას არ ვაპირებ. მე რომ დავიწყე სანაკრებო კარიერა პატარა ბიჭი ვიყავი და ვაკვირდებოდი რამხელა ენთუზიაზმით იყვნენ ეს თაობა ვინც ეხლა ერთმუშტადაა შეკრული. არც ფული იყო, არც კომფორტი, პლიუს ამას ბიჭები თავისავე ფულით ყიდულობდნენ თვითმფრინავის ბილეთებს, რომ ეს მზარდი პროგრესი არ შენელებულიყო და შეეყვარებინათ ხალხისთვის რაგბი. დღეს ამ ადამიანებს რომ აუგად მოიხსენიებენ და დესტრუქციულ ძალად ასახელებენ, მაგითი იმ ჩემ სიამაყეს რითიც მიცხოვრია და ვის შემხედვარეც, ვისი გულისთვისაც ოჯახს თვეობით ვტოვებდი, ამ დიდ ოჯახს ლაფს ასხავენ. ვნახე ეს სია. უმეტესობა მე არ მეცნო. შემდეგ ვიკითხე და სიმართლე გითხრათ, რამდენიმე ადამიანი საერთოდ ვერ ამოვიცანით. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არიან ისინი ირაკლი აბუსერიძის წინააღმდეგ, ალბათ ეს თავად მათ უნდა ვკითხოთ. იქით მხარესაც არის ჩემი რამდენიმე მეგობარი და ეს ისეთი თემაა, რომ ამის გამო, ვინ რომელ მხარეს დგას, კონფლიქტში არ შევალთ. ეს კითხვა კი იქით მხარეს უნდა ვკითხოთ, თუ რამ განაპირობა და რის გამოა ასეთი განხეთქილება მათი მხრიდან.”- განაცხადა სუთიაშვილმა

შალვა სუთიაშვილი 2006 წლიდან 2020 წლამდე ბორჯღალოსნების რიგებში ასპარეზობდა. მან ეროვნული ნაკრების კვართი 77-ჯერ მოირგო და ნაკრებს 10 ქულა შესძინა.

შეგახსენებთ,რომ 2021 წლის 27 თებერვალს ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:

2021 წლის 24 თებერვალს ჩანიშნული ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირის“ საერთო კრება (ყრილობა) განმეორებით მოწვეულ იქნეს 2021 წლის 10 მარტს, 13:00 საათზე, მისამართზე: თბილისი, წერეთლის ქ. N118, საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი.

საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა 24 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდამჭერებს შორის კი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე მეტია პრეზიდენტის გარეშეა. არჩევნები რამდენიმეჯერ ჩაიშალა და გადაიდო, ხოლო ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა საჯარო რეესტრმა შეაჩერა.

აბუსერიძის მხარდამჭერები 10 მარტს ჩანიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ, მათი განცხადებით, რაგბის კავშირის არჩევნებში კვლავ გარე ძალები ერევიან და ვისინი არაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, აღმასკომის სხდომაზე მათ მხარდამჭერებს არ დაუშვებენ.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში