Aa Aa
3 მარტი 2021  |  12:46

გვარდიოლამ ბარსელონაზე და ბაიერნზე ისაუბრა

პეპ გვარდიოლამ პრესასთან „ბარსელონაში“ არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტი საუბრისას ბართომეუს დაკავებას და მოახლოებულ არჩევნებს შეეხო.

„ბართომეუსთვის ამჟამად ძალიან არაკომფორტული სიტუაციაა შექმნილი. ის უდანაშაულოა იქამდე, სანამ სასამართლო საპირისპიროს არ დაამტკიცებს.

იმედი მაქვს სამართალი იზეიმებს და ყველაფერი კლუბისთვის საუკეთეზო გზით დასრულდება.

„ბარსელონას“ ერთ კვირაში ახალი პრეზიდენტი ეყოლება. სამივე კანდიდატს ვულოცავ წარმატებულ კამპანიას. იმედი მაქვს საუკეთესოს აირჩევენ, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბი უნდა მართოს.

მჯერა, რომ უახლოეს მომავალში უფრო ძლიერ „ბარსელონას“ ვიხილავთ“.

პეპმა მიუნხენის „ბაიერნზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდი „რეკორდმაისტერია“ და არა მისი „სიტი“.

„მსოფლიოსა და ევროპის საუკეთესო გუნდი „ბაიერნია“, რადგან მათ ყველაფერი მოიგეს. ინგლისში კი საუკეთესო „ლივერპულია“, რადგან ისინი ჩემპიონები არიან.

თუ შენ გინდა, რომ საუკეთესო იყო, მაშინ ჯერ უნდა გაიმარჯვო. მარტში ჩემპიონი არავინ ხდება“.

ცნობისთვის, „მანჩესტერ სიტიმ“ „ვულვზის“ დამარცხების შემდეგ ზედიზედ 21-ე მატჩი მოიგო და „ბაიერნის“ რეკორდის გამეორებამდე 2 შეხვედრის მოგება აშორებთ. 2020 წელს „რეკორდმაისტერმა“ ზედიზედ 23 შეხვედრა მოიგო, რაც ამ მომენტამდე აბსოლუტური რეკორდია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში