Aa Aa
29 დეკემბერი 2016  |  16:05

რინკონი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გადის!

"ჯენოას" ნახევარმცველი, ტომას რინკონი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გადის. ამის შესახებ ინფორმაციას თავად "იუვენტუსის" ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, "ბიანკონერიმ" მოთამაშე 1 წლიანი არენდით აიყვანა, რომელიც 2 მილიონი ევრო დაუჯდა. ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ, კლუბი ვალდებული იქნება, რომ 7 მილიონის სანაცვლოდ რინკონის კონტრაქტი სრულად გამოისყიდოს.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში რინკონმა "ჯენოას" მაისურით 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში