ილია მაისურაძე: „სოსო ძლიერი მენეჯერია, რომელსაც რთული სიტუაციიდან გამოსვლა ეხერხება
Aa
Aa

ილია მაისურაძე: „სოსო ძლიერი მენეჯერია, რომელსაც რთული სიტუაციიდან გამოსვლა ეხერხება"

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე და უმცროსი ბორჯღალოსნების (U 20) მთავარი მწვრთნელი, ილია მაისურაძე მიიჩნევს, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი სოსო ტყემალაძე, ქართულ რაგბს რთული სიტუაციიდან გამოიყვანს.

მე მას დიდი ხანია ვიცნობ წესიერ, პროფესიონალ ადამიანად. სოსო ძლიერი მენეჯერია, რომელსაც რთული სიტუაციიდან გამოსვლა ეხერხება და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია“- განაცხადა მაისურაძემ

შეგახსენებთ,რომ 2021 წლის 27 თებერვალს ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:

2021 წლის 24 თებერვალს ჩანიშნული ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირის“ საერთო კრება (ყრილობა) განმეორებით მოწვეულ იქნეს 2021 წლის 10 მარტს, 13:00 საათზე, მისამართზე: თბილისი, წერეთლის ქ. N118, საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი.

საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა 24 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდამჭერებს შორის კი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე მეტია პრეზიდენტის გარეშეა. არჩევნები რამდენიმეჯერ ჩაიშალა და გადაიდო, ხოლო ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა საჯარო რეესტრმა შეაჩერა.

აბუსერიძის მხარდამჭერები 10 მარტს ჩანიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ, მათი განცხადებით, რაგბის კავშირის არჩევნებში კვლავ გარე ძალები ერევიან და ვისინი არაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, აღმასკომის სხდომაზე მათ მხარდამჭერებს არ დაუშვებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები