ნინიაშვილის ლელო ყოფილ კლუბთან - ლა როშელი ლიონთან დამარცხდა
საფრანგეთის ტოპ 14-ის მორიგ ტურში ლა როშელი ლიონს დაუპირისპირდა და 24:44 დამარცხდა.
ლიონი მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და ანგარიში გარკვეული პერიოდით 31:0-იც იყო.
ზუსტად ამ დროს, დავით ნინიაშვილმა ყოფილ გუნდს ლელო დაუდო და ეს მისთვის მიმდინარე სეზონში მე-7 ლელო იყო.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა მეორე ტაიმი უკეთესად ჩაატარეს და 17:13 მოიგეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ იყო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლა როშელი საფრანგეთის ტოპ 14-ში 37 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ნინიაშვილის გუნდი მონპელიეს უმასპინძლებს.