კილიან მბაპე, ტიბო კურტუა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

მბაპე და კურტუა საუკეთესოები არიან | უფსკრული მათსა და სხვა ფეხბურთელებს შორის

2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი თითქმის ისე დასრულდა, როგორც გასულ სეზონში — რეალმა კვლავ ვერ მოახერხა საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა, მას შემდეგ რაც ბენფიკასთან დამამცირებელი მარცხი განიცადა.

ეს შედეგი კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვებს გუნდის თამაშთან დაკავშირებით, მიუხედავად მანამდე „მონაკოსთან“ (ჩემპიონთა ლიგა) და „ვილიარეალთან“ (ლა ლიგა) ნაჩვენები დამაჯერებელი მატჩებისა.

„ესტადიუ და ლუჟზე“ განცდილმა წაგებამ, სერიოზულად დააზიანა პროექტის სანდოობა და ფაქტობრივად არ ტოვებს სივრცეს თუნდაც ზომიერი ოპტიმიზმისთვის სეზონის დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით.

ამ ყველაფერის ფონზე ორი ფეხბურთელი აშკარად გამოირჩევა — კილიან მბაპე და ტიბო კურტუა. ფრანგი ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დომინანტი ფიგურა იყო: მან 13 გოლი გაიტანა — ხუთით მეტი, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფმა ჰარიმ კეინმა და თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე ერლინგ ჰალანდმა (7).

მბაპემ ბრწყინვალედ იასპარეზა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ინდივიდუალურ ბომბარდირთა ბრძოლაში და მოხსნა საკვალიფიკაციო ეტაპის წინა რეკორდი, რომელიც კრიშტიანუ რონალდოს ეკუთვნოდა. „ბენფიკასთან“ მატჩში მას სამი რეალური შანსი ჰქონდა და ორი მათგანი გამოიყენა. „რეალის“ მცირე იმედი ქულის მოპოვებაზე პრაქტიკულად მხოლოდ მის ფეხებს ეყრდნობოდა.

მეორე მხარეს, ტიბო კურტუა მაქსიმალურად ცდილობდა „ბენფიკას“ შემტევი ტალღების მოგერიებას. ბელგიელმა მეკარემ კიდევ ერთხელ შეასრულა თავისი საფირმო, შთამბეჭდავი მოგერიება პრესტიანის დარტყმის შემდეგ, თუმცა ვერაფერს გახდა სამი გაშვებული გოლის წინააღმდეგ — ყველა მათგანი აშკარა საგოლე მომენტი იყო (მათ შორის პენალტი). საბოლოოდ კი დამატებით დროში მეკარე ტრუბინის მიერ თავით გატანილმა გოლმა „ბენფიკას“ კვალიფიკაცია მოუტანა და „რეალის“ გულშემატკივრები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.


მიუხედავად იმისა, რომ მბაპეს სტატისტიკა გამორჩეულია, კურტუას მაჩვენებლები მას დიდად არ ჩამოუვარდება. რეალურად, ის ჯგუფური ეტაპის მეორე ყველაზე მეტი მოგერიების მქონე მეკარეა — 38 მოგერიებით. მხოლოდ „ბოდო/გლიმტის“ ნიკიტა ჰაიკენი უსწრებს მას 49 სეივით. ეს სტატისტიკა უცნაურად გამოიყურება, რადგან ამ სიაში უმეტესად ბევრად მოკრძალებული კლუბების მეკარეები არიან: „სლავია პრაღა“, „კაირატ ალმათი“, „ყარაბაღი“, „კოპენჰაგენი“, „პაფოსი“ და სხვები. კურტუას მაღალი პოზიცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „რეალის“ დაცვის პრობლემებს.

მბაპეს და კურტუას ინდივიდუალური ბრწყინვალება მხოლოდ ამყარებს შიგნით არსებულ აზრს, რომ მსოფლიო ფეხბურთში ნამდვილად ელიტურ დონეზე მყოფი მოთამაშეები გუნდში მხოლოდ ორ პოზიციაზე არიან — ფრანგი ფორვარდი და ბელგიელი მეკარე. ორივე მათგანი, საკუთარ პოზიციაზე, პრაქტიკულად, საუკეთესოა მსოფლიოში — და ეს რთულად სათქმელია დანარჩენ ცხრა ძირითად მოთამაშეზე ან მათზე, ვინც სათადარიგო სკამიდან შედის.

„რეალის“ ხელმძღვანელობა ამ შეხედულებას უკვე გარკვეული დროა იზიარებს. სხვა საკვანძო ფეხბურთელების,  (ვინისიუსი და ბელინგემი) თამაში დიდი ხანია არ შეესაბამება მოლოდინებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ზოგჯერ უმაღლესი დონის მატჩები აქვთ, აკლიათ სტაბილურობა და რეგულარულობა, რაც მბაპესა და კურტუას ახასიათებთ. ეს ორი ფეხბურთელი მართლაც თამაშის ბედის შემცვლელია, მაგრამ მათ სჭირდებათ გუნდი, რომელიც საჭირო სიმყარესა და ბალანსს უზრუნველყოფს, რათა მთელი კონსტრუქცია არ ჩამოიშალოს.

მსგავსი სიახლეები