Aa Aa
2 მარტი 2021  |  15:57

მალხაზ ურჯუკაშვილი :"ახლა ეს სიმართლე არის ირაკლი აბუსერიძისკენ"

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს ირაკლი აბუსერიძეს ვეტერანი მორაგბე მალხაზ ურჯუკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ქართულ რაგბის სჭირდება ცვლილებები. რაგბის კავშირს ძალიან დიდი ხანია ერთი გუნდი მართავს. იცვლებიან პრეზიდენტები, მაგრამ “ბექგრაუნდში” კვლავ იგივე ხალხი რჩება. მათი მმართველობის დროს გარკვეულ სიმაღლემდე მივედით, მაგრამ 2015 წლის შემდეგ, ქართული რაგბი წინ არ წასულა და ერთ ადგილს ტკეპნის. ამისთვის საჭიროა ახალი ძალა. ირაკლი აბუსერიძე, ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი, გოდერძი შველიძე, დავით ზირაქაშვილი და კიდევ სხვა ლეგენდარული მორაგბეები ვართ აქეთ, რომლებმაც ქართული რაგბი დღემდე მოიტანეს. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მეორე მხარის მხრიდან გამოქვეყნებულ 112-კაციან სიაში 20 კაცის მეტი ვერავინ ვიცანი.მე არ ვარ ირაკლი აბუსერიძის მხარეს. მთელი ჩემი ცხოვრება ვიყავი და ვიქნები სიმართლის მხარეს და ახლა ეს სიმართლე არის ირაკლი აბუსერიძისკენ. ბაჩო ხურციძე და ის გუნდი უნდა დარბოდეს ახლა სასამართლოში, არჩეული პრეზიდენტი კი არა. აქამდე სად იყო იოსებ ტყემალაძე, არჩევნებამდე ორი დღით ადრე რომ გამოაჩინეს? გამოსულიყო მანამდე, ეთქვა საკუთარი პროგრამა და იქნებ მას ვუჭერდით მხარს. კარგი მორაგბე შეიძლება არ ნიშნავდეს კარგ მენეჯერს, მაგრამ წინასწარ რა იციან ამ ხალხმა ირაკლი აბუსერიძე როგორი მენეჯერი იქნება? ვაცადოთ უმრავლესობის მიერ არჩეულ პრეზიდენტს საქმის კეთება და შემდეგ 4 წლის მერეც ხომ იქნება არჩევნები. ამით ხომ არ მთავრდება ქართული რაგბი? მორაგბეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტონ და როცა გარკვეულ დარგში პოლიტიკა ერევა, იქ ვერც რაგბი განვითარდება და ვერც ქვეყანა. რაგბის განვითარება თუ უნდა მეორე გუნდს, მაშინ კლუბებს არ დააშინებდნენ არჩევნებზე არ მიხვიდეთო“ - განაცხადა ურჯიკაშვილმა

მალხაზ ურჯუკაშვილი 1997 წლიდან 2011 წლამდე ბორჯღალოსნების რიგებში ასპარეზობდა. მან ეროვნული ნაკრების კვართი 69-ჯერ მოირგო და ნაკრებს 313 ქულა შესძინა. ის ასევე წლების განმავლობაში საფრანგეთში ასპარეზობდა.

შეგახსენებთ,რომ 2021 წლის 27 თებერვალს ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:

2021 წლის 24 თებერვალს ჩანიშნული ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირის“ საერთო კრება (ყრილობა) განმეორებით მოწვეულ იქნეს 2021 წლის 10 მარტს, 13:00 საათზე, მისამართზე: თბილისი, წერეთლის ქ. N118, საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი.

საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა 24 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა, პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდამჭერებს შორის კი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე მეტია პრეზიდენტის გარეშეა. არჩევნები რამდენიმეჯერ ჩაიშალა და გადაიდო, ხოლო ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა საჯარო რეესტრმა შეაჩერა.

აბუსერიძის მხარდამჭერები 10 მარტს ჩანიშნულ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ, მათი განცხადებით, რაგბის კავშირის არჩევნებში კვლავ გარე ძალები ერევიან და ვისინი არაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, აღმასკომის სხდომაზე მათ მხარდამჭერებს არ დაუშვებენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში