Aa Aa
1 მარტი 2021  |  21:06

გამარჯვება თბილისურ დერბიში - საბურთალომ ლოკომოტივი დაამარცხა

Crystalbet ეროვნული ლიგის პირველი ტური თბილისური დერბით დაიხურა, რომელშიც ერთმანეთს „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდნენ. გიორგი ჭიაბრიშვილმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ წარმატებას ვერ მიაღწია და „რკინიგზელები“ 0-2 დამარცხდნენ.

„საბურთალომ“ ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა. 38-ე წუთზე, კუთხურს „ლოკომოტივის“ საჯარიმოში შექმნილი არეულობა მოჰყვა, რითიც ჯგერენაიამ ისარგებლა, საკუთარი გუნდი დააწინაურა და „საბურთალომ“ საწყისი ნახევარი 1-0 მოიგო.

მეორე ტაიმში „ლოკო“ წონასწორობის აღდგენას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და 90-ე წუთზე „საბურთალოს“ კონტრშეტევას მეორე გოლი მოჰყვა. კორღალიძის გუნდის მხრიდან გიორგი გოჩოლეიშვილი გამოირჩა.

„რკინიგზელებთნ“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „საბურთალო“ Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. თბილისურ კლუბს 3 ქულა აქვს და მომდევნო მატჩი „სამგურალის“ წინააღმდეგ ელის. „ლოკომოტივს“ რაც შეეხება, „რკინიგზელები“ მე-2 ტურში საუკეთესოს ვინაობას „თელავთან“ გაარკვევენ.

ფოტო - საბურთალოს ფეისბუქ გვერდი

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში