Aa Aa
1 მარტი 2021  |  14:52

კლატენბურგი: "გაოცებული ვარ, პენალტი უნდა დანიშნულიყო"

პრემიერლიგის გასული ტურის ცენტრალური მატჩი ლონდონში „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის შედგა, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა, თუმცა ყოფილი მსაჯი მარკ კლატენბურგი თვლის, რომ ოლე გუნარ სულშერის გუნდი დაიჩაგრა.

ცნობილი ინგლისელი ყოფილი არბიტრი მიიჩნევს, რომ კალუმ ჰადსონ-ოდოიმ ერთ-ერთ ეპიზოდში ხელით ითამაშა და მსაჯს ამ მომენტში პენალტი უნდა დაენიშნა.

„გაოცებული ვარ იმით, რომ პირველ ტაიმში „იუნატედმა“ პენალტის დარტყმის უფლება ვერ მიიღო. „ჩელსის“ ფეხბურთელმა ხელი ასწია და ეს არაბუნებრივი (განზრახ თამაში) რეაქცია იყო. პენალტი უნდა დანიშნულიყო.

VAR-ის არბიტრმა კრის კავანამ შენიშნა, რომ მთავარ მსაჯს სტიუარტ ატველს მომენტი გამოეპარა და მას უთხრა, რომ განმეორებით მონიტორზე ენახა.

ჩემთვის გამოცანად რჩება, თუ რატომ არ დანიშნა მან პენალტი მომენტის განმეორებით ნახვის შემდეგ. მანაც იგივე რაკურსი ნახა, როგორც ჩვენ“.

საბოლოოდ ფრე არცერთი გუნდის გეგმებში არ შედიოდა. ამ მატჩის შემდეგ, „იუნაიტედი“ „სიტის“ 12 ქულით ჩამორჩა, „ჩელსიმ“ კი უთხეულში შეღწევის შანსი გაუშვა. ტუხელის გუნდი მომდევნო მატჩს „ენფილდზე“ „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამართავს. „წითელი ეშმაკები“ კი სტუმრად „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდებიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში