ახლგაზრდა ფრენბურთელები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ
Aa
Aa

ახლგაზრდა ფრენბურთელები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ

საქართველოს გოგონათა და ვაჟთა ფრენბურთის ახალგაზრდული ნაკრებები 2021 წლის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ.

გოგონების ჩემპიონატი 10-15 მარტს ლატვიის ქალაქ დაუგავპილსში ჩატარდება,ხოლო ვაჟების ტურნირს თბილისი უმასპინძლებს.

ზონალური ასოციაციის ჩემპიონატი ამავდროულად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი არის.რომელსაც ივლისში გოგონებს ალბანეთი უმასპინძლებს ,ხოლო ვაჟებს სლოვაკეთი.

U16 საქართველოს გოგონათა ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მათი მეტოქეები რუსეთი, უკრაინა და ესტონეთი იქნებიან.

U 17 ვაჟებიც A ჯგუფში მოხვდნენ და ისინი სომხეთის, ესტონეთის, უკრაინისა და ბელორუსის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

თბილისში მატჩები დიღომში მდებარე ვ.კაჭარავას სახელობის „ფრენბურთის არენაზე“ 9 მარტს დაიწყება.

ჩვენი ბიჭები პირველ შეხვედრას უკრაინელ თანატოლებთან 15:00 საათზე გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები