ევროპის ჩემპიონატი - საქართველო მორიგ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
საქართველო 2022 წელს 18-წლამდელ ვაჟ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ეს გადაწყვეტილება ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის საბჭოს წევრთა სხდომაზე მიიღეს.
საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს თბილისში, 2017 წელს ჩატარებული ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩები, ასევე საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის მიერ ბოლო წლებში გაწეული სამუშაო და მაღალ დონეზე ორგანიზებული კლასიკური, საპლაჟო და თოვლის ფრენბურთის ღონისძიებების ხარისხი.
U18-ის ევროპის ჩემპიონატის ჩატარების კონკრეტული ადგილი, თარიღები და მონაწილეები მოგვიანებით დაზუსტდება.