Aa
Aa

"ხალხის რეაქციამ გამაკვირვა, პენალტი არ იყო!" - ტუხელი იუნაიტედთან მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლონდონის "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ "არისტოკრატების" თავკაცმა ტომას ტუხელმა პრესკონფერენცია გამართა.

"ეს იყო ორი მაღალი გუნდის კარგი დაპირისპირება. დასაწყისი ძალიან ინტენსიური იყო. პირველ ტაიმში მეტოქემ დიდი ზეწოლა მოახდინა და აქედან გამოსვლა გაგვიჭირდა. მათ პრესინგს მიმართეს და რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი დაგვაკარგინეს. ყველაფრის მიუხედავად თავს კარგად ვიცავდით.

მეორე ტაიმში ტაქტიკა შევცვალეთ და უფრო აგრესიულები გავხდით. ფეხბურთელებს დავავალე, რომ ბურთი ხშირად ჰქონოდათ. მოთამაშეებმა ჩემი დავალება ბრწყინვალედ შეასრულეს და მეორე ტაიმი ძალიან მომეწონა. 

ბიჭებმა ისეთი ფეხბურთელებისგან, როგორებიც მარკუს რაშფორდი და ბრუნო ფერნანდეში არიან შესანიშნავად დაიცვეს თავი. აქედან გამომდინარე მაქვს გრძნობა, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ. ასეთი დონის მატჩებში გამარჯვებულის ვინაობას მცირე დეტალები წყვეტენ. როდესაც შანსი გეძლევა აუცილებლად უნდა გამოიყენო! ბევრი შანსი არ გვქონია, თუ სწორად მახსოვს 2, მაგრამ მოსაგებად ესეც საკმარისი იყო.

გამარჯვებას ყველანაირად ვცდილობდით და ეს ძალიან დაგვეხმარებოდა. ოთხეულისთვის ვიბრძვით და პოზიციების გამყარების კარგი შანსი გვქონდა. რთული გრაფიკი გვაქვს და წარმატებას მაქსიმალურად უნდა მივაღწიოთ.

ჩემთვის ის ეპიზოდი პენალტი არ იყო. სიმართლე გითხრათ ხალხის რეაქციამ გამაკვირვა. მომენტი კარგად ვერ დავინახე, თუმცა მატჩის შემდეგ ეპიზოდის სურათი ვნახე და ვთვლი, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა." - განაცხადა ტუხელმა

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ ლონდონელები პრემიერ ლიგის ცხრილში 44 ქულით მე-5 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს "არისტოკრატები" 4 მარტს "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები