ბითაძის ეფექტური დაფარება - ინდიანა დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
Aa
Aa

ბითაძის ეფექტური დაფარება - ინდიანა დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ ნიუ იორკს ესტუმრა და „ნიქსთან“ დაძაბულ ბრძოლაში 107:110 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა შეხვედრაში 11 წუთი ითამაშა და მიცემული დროიდან გამომდინარე საკმაოდ ნორმალური შთაბეჭდილებაც დატოვა. გოგამ 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება გაიფორმა.

ბითაძემ ბურთი მხოლოდ ერთჯერ დაკარგა და ერთჯერ დაჯარიმდა. 2 ოქრულიანიდან ორივე ზუსტად ესროლა, თუმცა ორი მცდელობიდან ვერცერთი სამიანი ვერ ჩააგდო.

გოგამ თავისი საფირმო დაფარება კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა და ამჯერად ტაჯ გიბსონს ეფექტურად დაუფარა.

„ინდიანამ“ პირველ მეოთხედში 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მისი შენარჩუნება ვერ შეძლო. შეხვედრაში საუკეთესო მასპინძელთა წარმომადგენელი ჯულიუს რენდლი იყო, რომელმაც 42 წუთში 28 ქულა, 10 მოხსნა და 6 გადაცემა მიითვალა, რის შემდეგაც სეზონში 22-ე ორმაგი დუბლი დააფიქსირა.

„პეისერსისთვის“ ეს მარცხი მიჯრით მესამე იყო. „ინდიანა“ 15 მოგებითა და 17 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას ბითაძის გუნდი 2 მარტს „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები