Aa Aa
28 თებერვალი 2021  |  01:44

3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო - კიევში ქართველებმა გაიბრწყინეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა კიევის საერთაშორისო ტურნირის პირველ საფინალო დღეს 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ) და აივენგო რიკაძე (82 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები შმაგი ბოლქვაძეს (72 კგ) და გიორგი მელიას (97 კგ) ხვდად წილად, ბრინჯაოს მედალს კი რამაზ სილაგავა (55 კგ) დაეუფლა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთ ანგარიშზე ერთი ბრინჯაოს მედალია რომელიც გიორგი სულავამ (74 კგ) მოიპოვა.

დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში 5-5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნე, 28 თებერვალს შეჯიბრების ბოლო დღეს კი ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების 5 წევრი ფინალში იჭიდავებს, აქედან 2 ქართული ფინალი გაიმართება, 67 კგ-ში რამაზ ზოიძე ჯონი ხეცურიანს შეხვდება, ხოლო 130 კგ-ში იაკობ ქაჯაია ზვიად პატარიძეს დაეჭიდება, მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა გობაძე ამჯერად ზედა წონით კატეგორიაში 87 კგ-ის ფინალში იჭიდავებს, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი კი დათო ჩხარტიშვილს (60 კგ), ბაკურ გოგოლს (77 კგ), თორნიკე ძამაშვილს (87 კგ) და ლევან არაბულს ექნებათ.

თავისუფალი სტილით ნაკრებიდან კი ჩემპიონობისათვის ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ) იბრძოლებენ, ბრინჯაოს მედლისათვის გივი მაჭარაშვილი (125 კგ) იჭიდავებს, ხოლო თორნიკე ქათამაძე (61 კგ) დამამშვიდებელი წრიდან გააგძელებს მედლისათვის ბრძოლას.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათიდან დაიწება.

 

გაზიარება:

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში