Aa Aa
26 თებერვალი 2021  |  19:28

რევანში არ შედგა - ქირია სადებიუტო ბრძოლაში დამარცხდა

პრესტიჟულ ორგანიზაციაში One Championship-ში ქართველი კიკბოქსიორის დავით ქირია  დებიუტი შედგა.

32 წლის  მებრძოლი სინგაპურში იტალიის სახელით მოასპარეზე სომეხ ვარსვლავს ჯიორჯიო პეტროსიანს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ მსჯაბეის გადაწყვეტილებით ქირია სომეხ მეტოქესთან დამარცხდა.

ჯიორჯიო პეტროსიანი გამორჩეული მებრძოლია. მან დღევანდელ ბრძოლამდე ჩატარებულ 108 შეხვედრიდან გამარჯვება 102 ბრძოლაში იზეიმა.  

ასევე აღსანიშნავია,რომ ქირიას რევანში არ შედგა. შეგახსენებთ, 2013 წელს სპორტსმენები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებული პეტროსიანი დარჩა.

დავით ქირია კიკბოქსინგის ორგანიზაცია Glory-ის  ყოფილი ჩემპიონია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში