საქართველომ აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია დაამტკიცა
Aa
Aa

საქართველომ აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია დაამტკიცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს ანტი-დოპინგური წესები (2021) და დოპინგის სფეროში აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია (2021) დაამტკიცა.

2021 წელს ძალაში შევიდა ახალი მსფოლიო ანტი-დოპინგური კოდექსი (WADA Code 2021), რომელიც მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ იქნა მიღებული. საქართველოს ანტი-დოპინგური წესები (2021) საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოსა და სამინისტროს თანამშრომლობით, აღნიშნული კოდექსის საფუძველზე და მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოსთან შეთანხმებით შემუშავდა.

საქართველო 2003 წლიდან რატიფიკაციის გზით შეუერთდა ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციას“, 2009 წლიდან კი არის „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მხარე.

ზემოთ აღნიშნული ორი დოკუმენტი საქართველომ სწორედ ამ ორი საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში დაამტკიცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები