Aa
Aa

2 ქულა 11 წუთში - ბეჟანიშვილის ილინოისმა ნებრასკა დაამარცხა

გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოისი“ „მიჩიგან სტეიტთან“ განცდილი მარცხის შემდეგ „ნებრასკას“ დაუპირისპირდა და მეტოქეს დამაჯერებლად სძლია. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ორივე ტაიმში მოწინააღმდეგეზე 8-8 ქულით მეტი ჩააგდო და 86-70 იმარჯვა.

ბეჟანიშვილი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 11 წუთი გაატარა. ამ დროში გიორგიმ 2 ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა. 22 წლის ქართველმა 4-დან 1 ბურთი ჩააგდო, 2 დაკარგვა ჰქონდა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

„ნებრასკასთან“ გამარჯვების შემდეგ, „ილინოისს“ 17 მოგება დაუგროვდა და „მარტის სიგიჟის“ ერთ-ერთი ფავორიტი გახლავთ. Associated Press-ის რეიტინგის მიხედვით, ბეჟანიშვილის გუნდი სიძლიერით მე-5-ეა და მხოლოდ „გონზაგას“, „ბეილორს“, „მიჩიგანსა“ და „ოჰაიო სტეიტს“ ჩამორჩება.

„ილინოისს“ მომდევნო შეხვედრა 27 თებერვალს ელის და თბილისის დროით 23:00-ზე „ვისკონსინს“ დაუპირისპირდება, რომელიც Associated Press-ის რეიტინგში 23-ე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები