Aa Aa
24 თებერვალი 2021  |  14:02

"ფულზე გაყიდულებო" - ფიზიკური დაპირისპირება და კიდევ ერთხელ გადადებული არჩევნები

ავჭალის სარაგბო ბაზაზე ჩანიშნული რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე დაიწყო და საბოლოოდ, ქვორუმის ვერშედგენის გამო გადაიდო.

ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ და მისმა მხარდამჭერებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და ადგილზე საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სოსო ტყემალაძის კანდიდატად დარეგისტრირება არაჯანსაღი პროცესია და მას და მის მხარდამჭერებს "ფულზე გაყიდულებს" ეძახდნენ. 

ასევე, აბუსერიძის მხარდამჭერები თვლიან, რომ რაგბის კავშირს პრეზიდენტი უკვე ჰყავს, რადგან 30 დეკემბერს გამართულმა არჩევნებმა აბუსერიძის გამარჯვება დააფიქსირა. ვიცით, რომ მოგვიანებით აბუსერიძე პრეზიდენტად საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა.

დღევანდელ არჩევნებზე ერთადერთ კანდიდატად სოსო ტყემალაძე იყო წარმოდგენილი, მაგრამ აბუსერიძის მხარდამჭერი დელეგატების პროცესზე სათანადო ფორმით არგამოცხადების გამო საარჩევნო პროცესი არ შედგა და ისევ გადაიდო.

ფაქტია, ქართულ რაგბიში დაპირისპირება გრძელდება და ჯერჯერობით არც ის ვიცით, ახალი არჩევნები როდის ჩატარდება ან მოგვცემს თუ არა საბოლოო შედეგს - აირჩევენ თუ არა ახალ პრეზიდენტს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში