მათეუსი:
Aa
Aa

მათეუსი: "ბაიერნში ჰოლანდის ადგილი ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ იქნება"

"დორტმუნდის" ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი საოცარ ასპარეზობას აგრძელებს. მისი სატრანსფერო ღირებულება კი ყოველდღიურად იზრდება. შესაძლოა ერლინგი ერთ დღეს მიუნხენის "ბაიერნში" ვიხილოთ.

""რეკორდმაისტერი" ჰოლანდისთვის ერთადერთი ნაბიჯი იქნება, თუ მას ბუნდესლიგაში დარჩენა უნდა" - ამბობს ლოთარ მათეუსი. გერმანელის ამ განცხადების ფონზე, ერლინგს აცნობეს, რომ მისი "ბაიერნში" გადასვლა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც გუნდს რობერტ ლევანდოვსკი დატოვებს.

ახალგაზრდა ნორვეგიელით სხვადასხვა გუნდებიც ინტერესდებიან. მათ შორის "რეალი", "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი". ჰოლანდის გამომსასყიდი თანხა 75 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც 2022 წელს ამოქმედდება. კონტრაქტი კი ერლინგს "დორტმუნდთან" 2024 წლამდე აკავშირებს.

"ბაიერნის" ლეგენდამ ლოთარ მათეუსმა SPORT 1-თან ისაუბრა: "ერლინგ ჰოლანდით მსოფლიოს გრანდები ინტერესდებიან, მათ შორის "რეალი". მადრიდელებს ახლა კარიმ ბენზემა ჰყავთ, თუმცა მას ნელ-ნელა ასაკი ემატება. ერლინგის მამა პრემიერ ლიგაში თამაშობდა და ინგლისიდანაც არაერთი ინტერესი არსებობს.

ის მთელი ცხოვრება "ბორუსიაში" არ დარჩება. მას უკეთესი გუნდი სჭირდება, რომელშიც გაცილებით მეტი შემოსავალი ექნება. თუ ბუნდესლიგაში გადაწყვეტს დარჩენას, ერთადერთი სწორი ნაბიჯი "ბაიერნში" გადასვლა იქნება.

ჰოლანდს კილიან მბაპესთან ერთად შეუძლია ფეხბურთს მომავალი 13-14 წელი ულიდეროს. ასევე მას შეუძლია რობერტ ლევანდოვსკის სრულფასოვანი ჩანაცვლება. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ პოლონელი 2-3 წლის შემდეგ კარიერის დასრულებას გადაწყვეტს. ამ ორი ფეხბურთელის ერთად თამაში წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან ისინი ერთმანეთს საუკეთესო მხარეებს წაართმევენ.

"ბაიერნი" რობერტის გაყიდვაზე არ ფიქრობს. ის "რეკორდმაისტერში" დაასრულებს კარიერას. მხოლოდ ამის შემდეგ გათავისუფლდება ადგილი ჰოლანდისთვის." 

შეგახსენებთ, რომ 20 წლის შემტევი "დორტმუნდის ბორუსიას" 2019 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 43 მატჩი მიიღო მონაწილეობა და 43 გოლი გაიტანა. ასევე აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ ნორვეგიელი თავდამსხმელი 2020 წლის GOLDEN BOY გახდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები