ისტორიაში პირველად - ლიპარტელიანმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - ლიპარტელიანმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

თელ-ავივში დასრულებული გრან სლემის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი გამოქვეყნა. ისრაელში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის წყალობით ქართველ ფალავანს, ეთერ ლიპარტელიანს რეიტინგში 500 ქულა მიემატა. 

ახალგაზრდა ძიუდოისტს 2402 ქულა დაუგროვდა და მსოფლიო რეიტინგში 7 საფეხურით წაიწია.

ლიპარტელინი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში 21-ე ადგილზე იმყოფება, რითიც მან ტოკიოში გასამართი ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ამრიგად, ეთერ ლიპარტელიანი იქნება პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი, რომელიც ოლიმპიადაზე იასპარეზებს. 

შეგახსენებთ, რომ რიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ნიდერლანდელმა ესტერ სტამმა იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები