მძიმე ბრძოლა და დასანანი მარცხი - საქართველომ ფინეთთან წააგო
Aa
Aa

მძიმე ბრძოლა და დასანანი მარცხი - საქართველომ ფინეთთან წააგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ სტადიაზე მე-6 შეხვედრა გამართა და თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. დიდი ბრძოლის შედეგად ზუროსის შეგირდები 70:78 დამარცხდნენ. სასტარტო ხუთეულში ბაქრაძე, ბოქოლიშვილი, ბურჯანაძე, ფევაძე და შერმადინი მოგვევლინენ.

პირველი მეოთხედი და ზოგადად პირველი ტაიმი ჩვენმა ნაკრებმა ძალიან ცუდად ჩაატარა. მოთამაშეებს თამაშის ხალისი არ ეტყობოდათ და ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. პირველი პერიოდი 17:30 დავთმეთ, მეორე კი 13:19. ჯამში დიდ შესვენებაზე ქართველები 19-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ - 30:49

ზუროსმა შესვენებაზე კალათბურთელებს გარკვეული სახის მითითებები მისცა და ეს მათ თამაშზეც აიასახა. მესამე მეოთხედი თანაბარი ანგარიშით 57:57 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა 19-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა.

სამწუხაროდ ბოლო მეოთხედი ისევ გაგვიჭირდა და ფინეთმა ამით ისარგებლა. ბრძოლა ბოლო წუთამდე გრძელდებოდა, თუმცა მატჩის დასრულებამდე 42 წამით ადრე საქართველო 6 ქულას აგებდა და ამის აღმოფხვრა არ მოხერხდა. საბოლოოდ უკანასკნელი პერიოდი 13:21 დავთმეთ.

"ჩვენებურებიდან" ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 19 ქულას 12 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.  სტუმრებს კი ვალტონენმა 14 ქულით 5 მოხსნით და 4 პასით ულიდერა.

ამ წაგების მიუხედავად საქართველო ევრობასკეტ 2022-ზე მაინც იასპარეზებს, რადგან ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი სწორედ ჩვენი ქვეანაა. შეგახსენებთ, რომ ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფში 4 მოგებით და 2 წაგებით მეორე ადგილზე გავიდა. ევრობასკეტ 2022-ის კენჭისყრა კი მოგვიანებით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები