Aa Aa
23 დეკემბერი 2016  |  15:36

ზამთარში "იუვენტუსს" გრანდიოზული გეგმები აქვს!

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ნახევარდაცვის გაძლიერებას, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავის შეძენით აპირებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, "ბიანკონერიმ" თვალი 3 ფეხბურთელს, ტონი კროოსს, ივან რაკიტიჩსა და მარკო ვერატის დაადგა.

ტონი კროოსს, მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ითვლება. მარკო ვერატიმ კი, "პარი სენ ჟერმენთან" ახალი ხელშეკრულება 2 დღის წინ გააფორმა და გერმანელის მსგავსად, მისი შეძენა "იუვენტუსისთვის" ასევე ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენს.

რაც შეეხება რაკიტიჩს, აქ იტალიელებს გაცილებით მეტი შანსი აქვთ, რადგან ბოლო პერიოდში ხორვატ ნახევარმცველსა და "ბარსელონას" შორის ურთიერთობა აშკარად დაიძაბა და ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ რაკიტიჩმა კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს.

"იუვენტუსის" არჩევანიც სავარაუდოდ სწორედ "ბარსელონას" ნახევარმცველი იქნება (რომელსაც კატალონიელებთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშრებს) და კარგი შეთავაზების შემთხვევაში, დიდი ალბათობით "ბარსელონა" ფეხბურთელს უნდა შეელიოს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში