ნუგზარ ტატალაშვილი :
Aa
Aa

ნუგზარ ტატალაშვილი : "დავბრუნდი ! მზად ვარ ვიბრძოლო გამარჯვების მოსაპოვებლად"

ძიუდოს ერთ-ერთი ტიტულოვანი ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა.

ტატალაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა,სადაც გულშემატკივრებს თელ-ავივში ასპარეზობაზე ამცნო.

ძვირფასო მეგობრებო,მინდა გაცნობოთ, რომ დავბრუნდი კვლავ 73 კგ-ში. 19 თებერვალს, თელავივში დაგეგმილ გრანსლემზე ახალ წონით კატეგორიაში ვიასპარეზებ. მთელი ამ დროის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ვემზადებოდი და ვვარჯიშობდი ტურნირზე მონაწილოების მისაღებად. ახლა ყვარელში გავდივარ ტურნირის წინა საწვრთნელ შეკრებას ეროვნულ ნაკრებთან ერთად, რის დასრულების შემდეგაც გავემგზავრებით ისრაელში. მზად ვარ თავდაუზოგავად ვიბრძოლო გამარჯვების მოსაპოვებლად. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის.”-განაცხადა ტატალაშვილმა

შეგახსენებთ,რომ 2018 წელს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნუგზარ ტატალაშვილი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გადადიოდა და სწორედ ამ ქვეყნის სახელით გამოვიდოდა შემდეგ ტურნირებზე. 

ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ დავბრუნდი კვლავ 73 კგ-ში. 19 თებერვალს, თელავივში დაგეგმილ გრანსლემზე ახალ...

Posted by Nugzar Tatalashvili - ნუგზარ ტატალაშვილი on Monday, February 8, 2021

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები