ფელიქსი ჩელსისთან არ იქნება? - ჟოაუს Covid-19 დაუდგინდა
რამდენიმე დღის წინ მადრიდის "ატლეტიკოს" ორ ფეხბურთელს იანიკ კარასკოს და მარიო ჰერმოსოს კორონავირუსი დაუდგინდათ და გუნდს გამოაკლდნენ. დღეს კი "როხიბლანკოს" ოფიციალური ვებ-საიტი იუწყება, რომ კლუბის სუპერვარსკვლავს ჟოაუ ფელიქსს კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა.
Our player @joaofelix70 has tested positive for COVID-19.
— Atlético de Madrid (@atletienglish) February 3, 2021
He’s isolating at home, in compliance with the health authorities’ guidelines.
ახალგაზრდა პორტუგალიელი ახლა სახლში იმყოფება, სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს. სულ მალე ჩემპიონთა ლიგა აიღებს სტარტს და მადრიდში ნერვიულობენ. ფელიქსს იზოლაციაში 10 დღე მოუწევს ყოფნა და მისი "არისტოკრატებთან" თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ცნობილია, რომ ფეხბურთელს მოედანზე გასვლა მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რაც კორონავირუსის ტესტი უარყოფით შედეგს აჩვენებს.
"ატლეტიკოსა" და "ჩელსის" მატჩი 23 იანვარს თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება და წესით 21 წლის შემტევმა ფორმაში ჩადგომა უნდა მოასწროს. შეგახსენებთ, რომ ჟოაუ ფელიქსი მადრიდში 2019 წელს გადაბარგდა. დღემდე მან 60 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.