კიდევ ერთი მსურველი იტალიიდან | გოგლიჩიძეს სერია A-ს კლუბი აკვირდება
„ემპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, საბა გოგლიჩიძის მსურველთა სია იზრდება. ბოლო დღეებში აქტიურად იწერება „პარმასა“ და „სასუოლოს“ ინტერესზე, ახლახან კი მათ რიგებს კიდევ ერთი იტალიური კლუბი მიემატა.
La Nazione-ს ცნობით, გოგლიჩიძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს „ბოლონია“ აკვირდება. „როსობლუს“ შემადგენლობის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი და რამდენიმე ვარიანტს შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა ქართველი ცენტრალური მცველი გახლავთ.
იტალიური გამოცემის მიხედვით, „ბოლონია“ კონკრეტულ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამს თუ გუნდს მარტინ ერლიჩი დატოვებს. ამ უკანასკნელის გადაყვანა რამდენიმე კლუბს სურს და „როსობლუ“ თადარიგს იჭერს. „ემპოლი“ მის სანაცვლოდ 7 მილიონი ევროს მიღებაზეა ორიენტირებული.
ცნობისთვის, გოგლიჩიძეს „ემპოლისთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე საბას ღირებულება 8 მილიონი ევროა. გოგლიჩიძემ იტალიაში გადასვლიდან პირველივე სრულ სეზონში „ემპოლის“ მაისურით სერია A-ში 33 მატჩი ჩაატარა და ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად იქცა.