ლივერპული ეკიტიკეს ყიდულობს
უგო ეკიტიკე მიმდინარე კვირაში „ლივერპულს“ შეუერთდება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „წითლები“ „აინტრახტს“ 22 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის შესახებ შეუთანხმდნენ, ხოლო გარიგების ღირებულება 90 მილიონი ევროა, ხოლო ბონუსების გათვალისწინებით, ის შესაძლოა 95 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, „ლივერპულს“ ეკიტიკეს ტრანსფერი 69 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება, ხოლო ბონუსების სახით, 10 მილიონია გათვალისწინებული.
როგორც მოსალოდნელია, ფრანგი ფეხბურთელი ინგლისში ხვალ ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ტრანსფერის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, ის აზიაში გაემგზავრება და გუნდს შეუერთდება.
გასულ სეზონში, უგომ 48 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 12 ასისტი მიითვალა.