როდრი
Aa
Aa

რეალი როდრის დამატებას განიხილავს

მადრიდის „რეალი“ როდრის მიმართ ინტერესს იჩენს და მის გაფორმებას განიხილავს. ამის შესახებ AS-ი წერს.

სამეფო გუნდს სურს, გამოცდილი მოთამაშე დაიმატოს, რომელსაც სოლიდური რეპუტაცია აქვს და შეუძლია თავი პირველივე წუთებიდანვე გამოიჩინოს. 

როგორც გამოცემა წერს, სწორედ ამიტომაც „რეალი“ ესპანელი ფეხბურთელის ირგვლივ სიტუაციას აკვირდება, რომელიც მოედანზე სეზონის ბოლოს დაბრუნდა - მან ტრავმის გამო, 9 თვე გამოტოვა. 

როდრის „ქალაქელებთან“ კონტრაქტი 2027 წელს ეწურება. როგორც მოსალოდნელია, მისი გახანგრძლივება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ სპორტულ ფორმას აჩვენებს 29 წლის მცველი ტრავმის შემდეგ

„რეალი“ ფიქრობს, რომ თუ ესპანელი კონტრაქტს მომავალ ზაფხულამდე არ გააფორმებს, ის „სიტის“ დატოვებას მოინდომებს და კლუბი იძულებული გახდება, ის გონივრულ ფასად გაყიდოს.

როდრის გარდა, ესპანური გუნდი კიდევ რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. მათ შორის არიან: ნიკოლო ბარელა, ენცო ფერნანდესი და ალექსის მაკ ალისტერი.

თუმცა ყველა ამ მოთამაშეს გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს და ისინი თავიანთ გუნდებში საკვანძო როლს ასრულებენ. ამიტომაც მათი გაფორმება მარტივი არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულმა მეორე ტესტ-მატჩი გამართა - მამარდა ისევ სასტარტოში იყო
ლივერპულმა მეორე ტესტ-მატჩი გამართა - მამარდა ისევ სასტარტოში იყო