Aa
Aa

"ვუდუს რიტუალები სხვაგან გააკეთე, ვირო" - რა უთხრეს ლუკაკუმ და იბრამ ჩხუბისას ერთმანეთს

გუშინდელი „დერბი დელა მადონინას“ ყველაზე განხილვად თემად ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რომელუ ლუკაკუს ფიზიკური დაპირისპირება იქცა.

ლუკაკუსა და ალესიო რომანიოლის შორის შელაპარაკება მოხდა, თანაგუნდელს კი, რა თქმა უნდა, ზლატანი გამოექომაგა და ყველაფერი აქედან დაიწყო. იტალიურმა პრესამ გაავრცელა ის სიტყვები, რომლებითაც „იბრამ“ და ლუკაკუმ ერთმანეთს მიმართეს.

რომანიოლიმ ლუკაკუ წააქცია და ჯარიმა დაინიშნა. ბელგიელი რომანიოლის ხისტ თამაშზე გაბრაზდა და მისკენ საყვედურებით გაემართა და კონფლიქტიც აქედან დაიწყო. "მილანის" კაპიტანს თანაგუნდელები გამოექომაგნენ, თუმცა ლუკაკუ მათ ხელით იშორებდა, ვითარებაში გასარკვევად ჩამოირბინა ზლატანმაც, რომელმაც ყველაფრის შემხედვარე ბელგიელს მიაძახა: - "ფრთხილად ითამაშე, შენი ვუდუს რიტუალები კი სხვაგან გააკეთე, ვირო". "იბრამ" წინადადების ბოლოს სიტყვა Donkey (ვირი) გამოიყენა, ლუკაკუმ კი გაიგო - Monkey (მაიმუნი). ზლატანი-რომელუს შელაპარაკებაც ამით დაიწყო. ლუკაკუ: - „სახეში ნუ მიცინი!“, - რაზეც იბრაჰიმოვიჩმა უპასუხა: - „რას იზამ, დედაშენს დაურეკავ და ვუდუს რიტუალების შედეგების მიხედვით იმოქმედებ?". დედის ხსენებაზე "ინტერის" ლიდერი წყობიდან გამოვიდა და შვედს სახე სახეზე მიადო: - "გინდა რომ დედაჩემზე ვისაუბროთ? ამისთვის ტყვიას შუბლში ჩაგაჭედებ". ამაზე უკვე ზლატანმა ოპონენტს მოუწოდა, რომ გასახდელში შეხვედროდა და ვითარება იქ გაერკვიათ. "იბრა" ირონიულად იცინოდა, ლუკაკუს კი ვერავინ ამშვიდებდა და პირველი ტაიმის საფინალო სასტვენის შემდეგ გასახდელისკენ მიმავალ იბრაჰიმოვიჩს ემუქრებოდა - ბელგიელს რამდენიმე ადამიანი იჭერდა, თუმცა მისი გაჩერება რთული საქმე იყო. "მილანის" ვარსკვლავმა მას გვირაბში შესვლამდე მიაძახა - „კარგი, დედაშენს დაურეკე“.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      რატომ უხსენა იბრაჰიმოვიჩმა ლუკაკუს ვუდუს რიტუალებთან ერთად დედა? მთავარიც სწორედ ესაა - 2017 წელს, "ევერტონის" პრეზიდენტმა, ფარჰად მოშირმა განაცხადა, რომ ლუკაკუსთან მის კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი თითქმის შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელმა დედამისს დაურეკა და მასთან საუბრის შემდეგ მოშირს მოახსენა, რომ აფრიკაში სპეციალურად ჩატარებული ვუდუს რიტუალებით დადგინდა, რომ მისთვის უკეთესი "ჩელსიში" გადასვლა იქნებოდა. ლუკაკუმ ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, უარყო და არც "ჩელსიში" გადასულა - "მანჩესტერ იუნაიტედის" სახით უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდა და კარიერა იქ გააგრძელა - სხვათა შორის, სწორედ იბრაჰიმოვიჩის თანაგუნდელი გახდა. როგორც ჩანს, "იუნაიტედში" ლუკაკუსა და ვუდუსთან დაკავშირებული ხუმრობა აქტუალური იყო და იბრაჰიმოვიჩმა ბელგიელს გუშინ ამ მხრიდან შეუტია. ვუდუ, როგორც მოგეხსენებათ, მონოთეისტური რელიგიაა და მისი ძირითადი პრინციპები აფრიკული სპირიტულ-ანიმისტური ტრადიციებისა და ევროპული კათოლიციზმის სინთეზზეა დაფუძნებული.

      ვუდუსა და დედის გაგონებაზე ლუკაკუ წყობიდან გამოვიდა და პირველი ტაიმის დამამთავრებელი სასტვენის შემდეგ გასახდელისკენ მიმავალ იბრაჰიმოვიჩზე იწევდა, მის შეჩერებას კი რამდენიმე ადამიანი ერთად ცდილობდა. საბოლოოდ, გუნდები გასახდელში გავიდნენ, მეორე ტაიმში კი „ტერმინატორების ჯახი“, რომლის გამოც ორივემ ყვითელი ბარათი მიიღო, აღარ გაგრძელებულა.

      სამაგიეროდ, „იბრა“ მალევე მეორე ბარათის გამო გააძევეს, ლუკაკუმ კი პენალტიდან გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. გამოდის, რომ ეს დუელი მაინც ბელგიელის გამარჯვებით დამთავრდა, რადგან მისი ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ ერიქსენმა ჯარიმიდან გაიტანა, "ნერაძურიმ" 2:1 გაიმარჯვა და 1/2 ფინალში "სპალსა" და "იუვენტუსს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. 

      ისე კი, იტალიურ პრესაში თვლიან, რომ მომხდარი კონფლიქტისა და უშვერი სიტყვების გამოყენების გამო ორივე მოთამაშე მოედნიდან გაძევებას იმსახურებდა, რაც მატჩის მთავარმა არბიტრმა, პაოლო ვალერიმ არ გააკეთა. ზოგადად, მის გუშინდელ მსაჯობას სპეციალისტები საკმაოდ დაბალ შეფასებას აძლევენ.

      ვალერი განსაკუთრებულად გააკრიტიკა ტურინულმა Tuttosport-მა: "მსაჯი ეპიზოდს უფრო მეტად ადამიანური კუთხით რომ მიდგომოდა, ორივე ფეხბურთელი გასაძევებელი იყო. ასევე, მან ვერ დაინახა პენალტის მომენტი, რადგან ფეხბურთელი ეფარებოდა, რაც ასევე მისი შეცდომაა - უკეთესად უნდა განლაგებულიყო". 

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები