გაბრაზებული რობენი - დღე, როდესაც ნიდერლანდელს მთელი გუნდი დასცინოდა
Aa
Aa

გაბრაზებული რობენი - დღე, როდესაც ნიდერლანდელს მთელი გუნდი დასცინოდა

2017 წელს მიუნხენის "ბაიერნს" კარლო ანჩელოტი წვრთნიდა. არიენ რობენი იმ დროს ჯერ კიდევ "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელი იყო და მეტიც, მის გარეშე გერმანული გრანდი წარმოუდგენელიც კი იყო.

სპორტულმა გამოცემა Givemesport-მა 2017 წელს მომხდარი ფაქტი გაიხსენა. დღე, როდესაც მთელი გუნდი ნიდერლანდელ შემტევს დასცინოდა. 

ბუნდესლიგის ერთ-ერთ ტურში "ბაიერნი" "გლადბახს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ მატჩში არიენმა ძალზედ რეალური მომენტები ვერ გამოიყენა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი ბურთი ხარიხასაც მოარტყა. 85-ე წუთზე ანჩელოტიმ მისი შეცვლა გადაწყვიტა. ვეტერანი გარემარბის ნაცვლად მინდორზე ახალბედა რენატო სანჩესი გამოჩნდა.

ამ ყველაფერმა რობენი ძალიან გააბრაზა. ხელი არც "პაპა კარლოს" ჩამოართვა და არც სხვა თანაგუნდელებს. მის ამ საქციელზე რიბერის, ბოატენგს ალონსოს და სხვა ფეხბურთელებს ირონიული რეაქცია ჰქონდათ და ნიდერლანდელს დასცინეს.

 

შეგახსენებთ, რომ არიენ რობენი მიუნხენის "ბაიერნში" 2009 წელს გადავიდა გუნდში 10 წელი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 309 მატჩი ჩაატარა და 144 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები