მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ებრალიძის წარმატებული მატჩი პორტუგალიაში
Aa
Aa

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ებრალიძის წარმატებული მატჩი პორტუგალიაში

პორტუგალიური ''ლეიშოენშის'' ქართველი შემტევი ავთო ებრალიძე კარგ ფორმაშია. მისი დახმარებით გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. მე-12 ტურში ''ლეიშოენშისა'' და ''ვილაფრანკესის'' შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. 

29-ე წუთზე ებრალიძის აქტიურობის შემდეგ ბრაზილიელმა ნენემ ანგარიში გახსნა. ნენე საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია, წლების განმავლობაში სერია ა-ს ''კალიარიში'' თამაშობდა და შესაძლოა იტალიის ჩემპიონატიდან გახსოვდეთ.

72-ე წუთზე ებრალიძის აქტიური თამაშის შემდეგ ''ლეიშოენშის'' შეტევა კიკი სილვას გოლით დასრულდა.

''ლეიშოენშის'' გოლები


ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლისას საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, მეორე გოლისას კი ე.წ. პრე-ასისტი შეასრულა. ცხადია, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ავთო ებრალიძე დასახელდა, რომელიც მოედანზე ძალიან გამორჩეული იყო და სისწრაფისა და ტექნიკის ხარჯზე მეტოქეს ბევრი პრობლემა შეუქმნა.

ამ ეტაპზე ''ლეიშოენში'' საუკეთესო სამეულს 11 ქულით ჩამორჩება, თუმცა ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა და წარმატებული ასპარეზობის გაგრძელების შემთხვევაში ელიტაში აღზევების შანსი გაუჩნდება.

შეგახსენებთ, 29 წლის ფეხბურთელს პორტუგალიის უმაღლესი ლიგის სამ კლუბში, ''ჟილ ვისენტეში'', ''შავეშსა'' და ''ნასიონალში'' უთამაშია. გასული წლიდან მოყოლებული ''ლეიშოენშის'' ფეხბურთელია.

ებრალიძის საუკეთესო მომენტები ''ვილაფრანკესთან'' შეხვედრაში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები