უაითი ხაბიბს: ''წარმოიდგინე რა მოხდება, თუ კონორს კიდევ ერთხელ შეხვდები''
Aa
Aa

უაითი ხაბიბს: ''წარმოიდგინე რა მოხდება, თუ კონორს კიდევ ერთხელ შეხვდები''

UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის საუბრის კადრები ინტერნეტში გავრცელდა. უაითი ნურმაგომედოვს კონორ მაკგრეგორთან შეხვედრის შესაძლებლობაზე ესაუბრა. უაითი აქცენტს იმ ფაქტორზე აკეთებდა, რომ კომერციული თვალსაზრისით ნურგაგომედოვი-მაკგრეგორის შეხვედრა ძალიან წარმატებული იქნება.

''სატელევიზიო ან ინტერნეტჩვენების კუთხით პორიესთან ეს ბრძოლა გაცილებით მოთხოვნადია ვიდრე შენი და კონორის შეხვედრა. წარმოიდგინე რა მოხდება თუ შენი და კონორის ბრძოლა კიდევ ერთხელ შედგება. უბრალოდ ვამბობ''.

ხაბიბ ნურმაგომედოვმა უაითს ღიმილით უპასუხა, დაღესტნელს არაფერი უთქვამს.

View this post on Instagram

A post shared by CombaTalk (@combatalk)

შეგახსენებთ, ხაბიბმა ახლახანს განაცხადა, რომ UFC-ში დაბრუნებას არ გეგმავს.''არწივმა“ Sports24.ru-ს შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ მის სამომავლო გეგმებში UFC-ში ჩხუბი არ შედის.

„გარკვეული მოტივაციისა და წარმატების მიღწევის წყურვილის ქონა აუცილებელია, მე კი ესენი არ მაქვს. ძალიან დიდი ხანია ამ სპორტში ვიმყოფები და მთელი ცხოვრებაა ამ საქმით ვარ დაკავებული. MMA-ში პრაქტიკულად ყველაფერს მივაღწიე და ამ ეტაპზე არავინაა, ვის წინააღმდეგაც ოქტაგონზე გასვლას ვისურვებდი.

ვიცი, რომ უამრავ მებრძოლს სურს იჩხუბოს და ამავდროულად ფული გამოიმუშავოს, წინსვლა განაგრძოს და რაღაც მიზნისკენ ისწრაფოდეს, მაგრამ მე რა გავაკეთო? ჩემი პოზიცია ძალიან ბევრს არ ესმის.

რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ დავბრუნდე. უამრავი რამ მაქვს დაგეგმილი, მაგრამ მათ შორის ოქტაგონზე გასვლა და ბრძოლის გამართვა ნამდვილად არაა. ვარჯიშს კვლავინდებურად ვაგრძელებ, რადგან ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ ეს მანიჭებს. მთელი ცხოვრებაა ამით ვარ დაკავებული და მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ თუ ჩხუბზე ვისაუბრებთ, შემიძლია გითხრათ, რომ ბრძოლების გამართვას არ ვაპირებ.

ხაბიბის დაბრუნებისა და არდაბრუნების საკითხზე სისტემატურად მსჯელობენ. ახლა 2021 წელია და არავინ იცის, 2022-ში ან 2023-ში რა მოხდება. არავინ იცის, ხვალ რა მოხდება, ამიტომ, მომავალზე ნუ ვილაპარაკებთ. ჩემს უახლოეს გეგმებში UFC-ში დაბრუნება არ შედის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები