Sun - მაკგრეგორი და მეივეზერი მატჩრევანშზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ
Aa
Aa

Sun - მაკგრეგორი და მეივეზერი მატჩრევანშზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sun საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ კონორ მაკგრეგორი და ფლოიდ მეივეზერი მატჩრევანშის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ირლანდიელი გრძელი პაუზის შემდეგ UFC-ში ბრუნდება და 24 იანვარს დასტინ პორიეს შეერკინება, თუმცა Sun იუწყება, რომ კონორის მომდევნო გაჩერება რინგი იქნება და იგი „მანისთან“ მეორე რაუნდის გამართვას აპირებს.

ბრიტანული გამოცემა ყურადღებას ფინანსურ დეტალებზეც ამახვილებს და გვარწმუნებს, რომ მატჩრევანში პირველ ბრძოლაზე გაცილებით მასშტაბური იქნება. Sun-ის ცნობით, საუბარი შესაძლოა, 1 მილიარდ დოლარზეც იყოს.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდ მეივეზერმა რინგზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე იუთუბერ ლოგან პოლს დაუპირისპირდება. მეივეზერის მიხედვით, მისი და პოლის ჩხუბი 2021 წლის 20 თებერვალს გაიმართება. ბრძოლის წესების, ჩატარების ადგილისა და დამატებითი დეტალების შესახებ კი ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები